logo_geo
მიშა გომიაშვილი: სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს...
- +

13 ნოემბერი. 2020. 02:55

 

 

მსახიობმა მიშა გომიაშვილმა მიოკარდუმის ინფარქტი გადაიტანა. ამის შესახებ გომიაშვილი "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

 

ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა... მოგახსენებთ: კორონავირუსი, ღმერთის წყალობით არ მაქვს!!!  ორი კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს... (ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში სანამ არ ამიმუშავეს!!!) ვიწექი დიაგნოზით: მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი! გამიკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით. ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტად...“, - წერს გომიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი