logo_geo
ნინო ჟვანია ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე: როგორ დაკარგეს სახე გოგორიშვილმა და ბარამიძემ, სამარცხვინოა
- +

13 ნოემბერი. 2020. 21:21

 

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცოლი, ნინო ქადაგიძე-ჟვანია დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „როგორ დაკარგეს სახე გოგორიშვილმა და ბარამიძემ. სამარცხვინოა. სკამებზე გაცვალეს ყველაფერი“, - წერს ნინო ქადაგიძე-ჟვანია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ და ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

 

ცესკო-ში სხდომაზე თამარ ჟვანიასა და „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელ ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

დაპირისპირების შემდეგ, ცესკო-ს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი