logo_geo
თინათინ მღვდლიაშვილი: ჩემი ძველი მეგობარი, კარგი კაცი, ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა!..
- +

13 ნოემბერი. 2020. 22:36

 

 

პარლამენტის ყოფილი წევრის ბიძინა გუჯაბიძის გარდაცვალებას პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმიანება.

 

„ჩემი ძველი მეგობარი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი, კარგი კაცი, ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა!..

 

რამდენი რამ მაქვს გასახსენებელი, ეჰ, ვერაგია წუთისოფელი!.. ერთ ჩემს პოეზიის საღამოზე, სწორედ მას ვთხოვე, სცენაზე ავეყვანე და ძალიან ლამაზად ამაბრძანა ჩემს სამფლობელოში, ლამაზი სიტყვაც წარმოთქვა.

 

იქამდე?.. მახსოვს, ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან რომ გათავისუფლდა, რამდენიმე პატიმართან ერთად, ჩემს სახლში მოვიყვანეთ მე და რომა ცანავამ. იმ დღეებში მთხოვა, კოლხურ კოშკში ავყოლოდი. და, რასაკვირველია, ერთად მივეახლეთ გამსახურდიების სანახევროდ გადამწვარ სახლს, შემდეგ კი მთაწმინდას მივაშურეთ. ერთი ღერი ასანთი გვქონდა. მე ვაჟას ავუნთე სანთელი, ბიძინამ - აკაკის. ხან ერთი სანთელი ქრებოდა, ხან - მეორე და დავრბოდით აქეთ-იქით... მერე ვიცინეთ, აქაოდა, ვაჟა და აკაკი შევარიგეთო...

 

მხარშიც მრავალჯერ ამომდგომიან ბიძინა და მაკა, ორჯერ პოეზიის საღამოც მომიწყვეს. ბოლო დროს ბორითთან ვხვდებოდით ერთმანეთს, მამა მირიანის წყალობით. ეს ფოტოც ბორითთან გახლავთ გადაღებული. მე ლექსს ვკითხულობ, ბიძინა კი იქვე დგას, შინდისფერ ჩოხაში გამოწყობილი. თავისუფალი საქართველო უყვარდა და, ვიცი, საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დარდს გაიყოლებდა ზეცაში.

 

ძალიან ვწუხვარ!.. აცხონოს უფალმა!..“ - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი