logo_geo
„ყოველღამით, როცა ჩვენს მიმოწერას გავხსნი, ახლებურად მიყვარდები“ - ემოციური წერილი გიორგი შაქარაშვილს
- +

15 ნოემბერი. 2020. 20:08

 

 

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობარი  გიორგი მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მასთან  მიმოწერას ასაჯაროვებს.

 

“ყოველღამით თავს ვიკავებ და ვამბობ რომ აღარ დავწერ არაფერს სოციალურ ქსელში და არავისთან ვისაუბრებ შენზე.. ყოველღამით როცა ჩვენს მიმოწერას გავხსნი და ვიდეოებს ვუყურებ, რომელიც უამრავჯერ მაქვს წაკითხული და ნანახი ყოველ ჯერზე ახლებურად მიყვარდები. ამ ჩვენი მიმოწერის მცირე მონაკვეთში ჩანს ბევრი რამე …

 

როცა იტყვიან სიტყვას ძმაკაცობაზე, მეგობრობაზე ადამიანობაზე, სპორტზე, ეს ყველაფერი შენთან ასოცირდება. არ გიყვარს ვიცი საუბარი შენ თავზე და მითუმეტეს, როცა შენზე ვლაპარაკობთ და გაქებთ, მაგრამ რთულია არ თქვა დღევანდელობაში, როგორ ვნანობ, რომ უფრო მეტ დროს არ ვატარებდით ერთად. წუთითაც არ დაგტოვებდი. რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასე მოხდებოდა? თითოეულ წუთს გავუფრთხილდებოდი. რაც დრო გადის უფრო მეტად მაკლიხარ. როგორ მენატრება შენთან სტადიონზე ყოფნა, უბრალოდ ლაპარაკი ჩემო შაქარ.. ყველაზე ძალიან გული მწყდება იმ ყველაფერზე, რასაც ვგეგმავდით და რამდენი რამე გველოდებოდა”- წერს მამუჩიშვილი.

 

 

big_banner
არქივი