logo_geo
„9 შვილისა და 31 შვილიშვილის პატრონი, აქედან 3 შვილი ნაშვილები” – ისტორია ტაქსის მძღოლზე, რომელმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა
- +

16 ნოემბერი. 2020. 00:46

 

 

სოციალურ ქსელში მრავალშვილიანი მამის ისტორია გავრცელდა, რამაც საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

 

ფეისბუკის მომხმარებელი, მერი ჭიჭიაშვილი წერს:

 

„ტაქსის მძღოლის ისტორიები… ძალიან ემოციური იყო გურული კაცი. 9 შვილისა და 31 შვილიშვილის პატრონი. აქედან 3 შვილი ნაშვილები… ერთი ვაგზლიდან წამოუყვანია.

 

თურმე, 10 კაპიკი უთხოვია, ამას 3 მანეთი ამოუღია და თან ფიქრობდა, წაიყვანდა, ტანსაცმელსაც უყიდიდა, რადგან დეკემბრის ცივი დღე იყო და ბავშვს მხოლოდ გაცვეთილი წითელი მაისური ეცვა. ხელი ისევ უკან უნდა წაეღო ჯიბისკენ, როცა ამ დროს 10 წლის ბავშვმა გამოსტაცა 3 მანეთი და გაიქცა.

 

ეს კაცი გაჩერდა, რაღას იზამდა, მაგრამ ცოტახანში ბავშვი ბრუნდება და აძლევს 2 მანეთსა და 90 კაპიკს უკან. იმ დღის შემდეგ 10 წლის ბიჭი მას სახლში წამოუყვანია და თავის 3 შვილთან ერთად გაუზრდია.

 

შემდეგ 3 წლის გოგო უშვილებია ბავშვთა სახლიდან, 2 დღეს უტირია თავის 11 წლის „მომვლელზე“, წასულან და ის გოგოც თავისთან წამოუყვანიათ… დღეს ყველა დაოჯახებული ჰყავს…

 

მამა გაბრიელის ნათლული ყოფილა. 12 წელი ერთად უცხოვრიათ. ისეთი რაღაცები მომიყვა. კი მითხრა, თვითონაც არ იცოდა, ამ ყველაფერს რატომ მიყვებოდა და რამდენჯერმე ახსენა, შემთხვევით არაფერი  ხდებაო.

 

მოკლედ, გადმოსვლა აღარ მინდოდა… 25-წუთიანი, ძალიან სასიამოვნოდ ემოციური მგზავრობა იყო.

 

სული და გული გამითბა… ასეთი დიდი გულის ადამიანს უფალი არასოდეს დატოვებს”, – წერს სოციალურ ქსელში მერი ჭიჭიაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი