logo_geo
გელა ზედელაშვილი: ლევანა ვარშალომიძისა და ნიკანორა მელიას კორიდორი არ გაიშვა!
- +

16 ნოემბერი. 2020. 23:04

 

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი,  მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 

„ესე იგი, რა გამოდის, ბო*ებმა უნდა მოგვიწყონ სირცხვილის კორიდორი? და რა... ისევ ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს? რატომ? ჩვენ ხომ პატიმრები არ გვიწამებია, ტრ**ში ცოცხები ხომ არავისთვის გვიკეთებია?!

ჩვენ ხომ არც სანდრო გირგვლიანი მოგვიკლავს და არც ბუტა რობაქიძე?! ჩვენ ხომ არც ქონება წაგვირთმევია ვინმესთვის და არც არავინ გაგვიუპატიურებია?!

უკაცრავად... კარგად მახსოვს, ჩვენ 50 მილიონი არ წაგვიღია ბიუჯეტიდან... არც ცოლთა ტრაკ-დუნდულები ჩამოგვითლია ბიუჯეტის ხარჯზე! იქნებ ორი გვამი მოვითხოვეთ? არა!

იქნებ ორი გვამი შემოვდეთ მაღაზიის თავზე? არა!

იქნებ, "იმედში" შევცვივდით, ყველაფერი დავლეწეთ, გავანადგურეთ, ბადრი პატარკაციშვილი მოვკალით და აღარ გვახსოვს? არა, ღმერთმანი, არა!

იქნებ, მშვიდობიანი აქცია დავარბიეთ 2007 წლის 7 ნოემბერს და რუსთაველი მოვრწყეთ სისხლით? არა-მეთქი!

იქნებ, მაშინ ვერ გავძეხით სისხლით და 2011 წლის 26 მაისს იგივე გავიმეორეთ? ო, არა!

იქნებ, 2008 წლის აგვისტოს ამბებში ურევია ჩვენი ხელი? არა მგონია!

იქნებ კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დავარქვით და რუსებს ჩავაბარეთ? ჩვენ მაგაზე არასდროს გვიფიქრია! ახალგორი? არა! სტრატეგიული ობიექტები ხომ არ გადავეცით რუსებს? ვერ ვიხსენებ! გარეჯი? ოჰ, როგორ გეკადრებათ!

რომელი ერთი ჩამოვთვალო?! და... ვერ გავიგე, ვინ გვიწყობს სირცხვილის კორიდორს? მოღალატეები გვიწყობენ?! და... ჩვენ ამას მოვითმენთ? ამ გაქსუებულ ვირთხებს დედებს არ მოვუ**ავთ?!

მე მივდივარ არჩევნებზე, ხმას ვაძლევ "ქართული ოცნების" კანდიდატს. კი, ბატონო, დამხვდნენ!

ჰმ... ამათ ქვეყანა ააოხრეს, ოჯახები გააუბედურეს, ტერიტორიები გაყიდეს, გორის ქუჩები ცხვირებით გადახნეს, ჰალსტუხები ღეჭეს და ისევ ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს?!

ლევანა ვარშალომიძისა და ნიკანორა მელიას კორიდორი არ გაიშვა!

ტაში, კუკური!“, - წერს ზედელაშვილი.

 

 

big_banner
არქივი