logo_geo
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: სული უნდა გაისუფთავო ბინძური აზრებისგან, ღვარძლისგან, ბოღმისგან, შურისგან...
- +

17 ნოემბერი. 2020. 00:07

 

 

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სუფთად უნდა იცხოვრო, არა იმიტომ, რომ ვინმეს წინაშე ხარ ვალდებული.  ყველას აქვს არჩევანის თავისუფლება. იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ ყველა ვერ აკეთებს სწორ არჩევანს.

სუფთა ცხოვრება არ ნიშნავს ხელის დაბანას, სახის კანის მოვლას, ამით შინაგანი მდგომარეობა ვერ დაიფარება. სული უნდა გაისუფთავო ბინძური აზრებისგან, ღვარძლისგან, ბოღმისგან, შურისგან...

უპირველესად თავად დაგაზარალებს, დაგამძიმებს, უამრავ დაავადებას გამოიწვევს.

მსუბუქი, ჰაეროვანი ცხოვრება ნამდვილი დღესასწაულია. როცა გულით ნატრობ, შენ გარშემო ყველა კარგად იყოს, შენზე უკეთესი მომავალი ჰქონდეს. თუ ასეთი ფიქრები გიტრიალებს თავში, გილოცავ, უკვე გაქვს ყველა პირობა, იყო ბედნიერი, იყო თავისუფალი და მუდამ გაწონასწორებული...

არასდროს ჯიბრით არ უნდა იცხოვრო, არც არავის ჩააბარო ანგარიში, საკუთარი თავის გარდა.

იშრომე იქამდე, სანამ საკუთარი თავისგან საუკეთესო ვარიანტს არ შექმნი!..“, - წერს კვარაცხალია.

 

big_banner
არქივი