logo_geo
ირაკლი გოგავა: თამაშდება "ტრამპის გამბიტი" და როგორც გვირჩიეს, დავტკბეთ შოუთი
- +

17 ნოემბერი. 2020. 01:30

 

 

 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

 

„ტრამპის მხარეს მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და სამართლებრივ დავაშია ძირითადად შემდეგ შტატებში:

  1. ვისკონსინი
  2. მიჩიგანი
  3. პენსილვანია
  4. არიზონა
  5. ჯორჯია
  6. ნევადა

8 დეკემბრამდე სამართლებრივი დავები უნდა გაირჩეს და სასამართლოებმა გადაწყვეტილება გამოიტანონ.

14 დეკემბერს კი საარჩევნო კოლეგიის 538 ხმოსანი იკრიბება და ირჩევს აშშ-ს პრეზიდენტს.

"ვარიანტი პირველი"

- რა მოხდება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ შტატებში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და ამ შტატებში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი?

ამერიკის საარჩენო სისტემის მიხედვით, პრეზიდენტს  საარჩევნო კოლეგიის ხმოსნები ირჩევენ, ვისაც ცალკეული შტატების კონგრესები ნიშნავენ. თუ შტატის არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, შტატის კონგრესი თავად დანიშნავს ხმოსნებს არჩევნების შედეგების გაუთვალისწინებლად. ზემოთ ჩამოთვლილი 6 შტატიდან პირველი ხუთი შტატის კონგრესში უმრავლესობა რესპუბლიკელებს ყავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ხმოსნებს სწორედ რესპუბლიკელები დანიშნავენ.

"ვარიანტი მეორე"

- რა მოხდება თუ ზოგიერთი შტატის კონგრესი ვერ ან არ დანიშნავს ხმოსნებს და ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმას ან ხმოსნების თანაფარდობა 269/269 იქნება (ასეთი ვარიანტიც შესაძლებელია)?

ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს ირჩევს აშშ-ს ქვედა პალატა, ხოლო ვიცე პრეზიდენტს კი სენატი. სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს ჰყავთ, ქვედა პალატაში კი დემოკრატებს. თუმცა... აშშ-ს კონსიტუტციით, პრეზიდენტის არჩევა ხდება არა ქვედა პალატის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არამედ პრინციპით: ერთი შტატი - ერთი ხმა. ეს კი ნიშნავს, რომ შტატის კონგრესმენთა დელეგაცია ცაკლე შეიკრიბება, კენჭს უყრის სასურველ კანდიდატს და მათ ექნებათ ერთი ხმა. მსგავსი კენჭისყრის გამართვის შემთხვევაში ქვედა პალატაში დღეს რესპუბლიკელებს აქვთ უპირატესობა 26-24.

ამ სცენარებისთვის ტრამპის გუნდი მინიმუმ ორი წელია ემზადებოდა. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ "დომინიონის" ხმის დამთვლელი მანქანებით და "სმარტმატიკის" კომპიუტერული პროგრამით მოხდებოდა ჩარევა არჩევნებში. ის ფაქტი, რომ "სმარტმატიკის" მესვეური სოროსის საინვესტიციო ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ლორდი ბრაუნი იყო მე ვიცოდი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. ცხადია, რომ ტრამპის გუნდს ამ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა. ისიც იცოდნენ, რომ ფოსტით დაგზავნილი ბიულეტენები საჯილდაო გახდებოდა და აქაც ჩაიდო დაცვის მექანიზმები. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მიუკერძოებელი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას, რაც მოხერხდა მოსამართლე კავანოს და მოსამართლე ბარეტის დამტკიცებით. აშშ-ს უზენაეს სასამრთლოში 6 კონსერვატორი წევრია და 3 ლიბერალი. პრეზიდენტის არჩევნები ფედერალური საქმეა და ბოლო სიტყვა აშშ-ს უზენაეს სასამართლოს ეკუთვნის, თუ შტატების სასამართლოებში მოხდა შეფერხება.

ასე რომ, თამაშდება "ტრამპის გამბიტი" და  როგორც გვირჩიეს, დავტკბეთ შოუთი. შესაძლებელია თუ არა მოხდეს მოულოდნელობები? რა თქმა უნდა, ამიტომაც უფრო აზარტულია ამ ყველაფრისთვის თვალყურის დევნება“, - წერს გოგავა.

 

 

big_banner
არქივი