logo_geo
სტეფანე მღებრიშვილი: გავიგე რამდენიმე ჩემს ნაცნობზე, რომ უსიმპტომოდ კორონათი დაწოწიალობენ ყველგან…
- +

19 ნოემბერი. 2020. 00:28

 

მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს, რომ კონკრეტული ადამიანები რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, არ იცავენ რეგულაციებს და ყველგან თავისუფლად გადაადგილდებიან.

 

„ადრე გრიპიანები რომ დადიოდნენ სტუმრად და ვითომ ალერგია აქვთ ან რაღაც, სახლში რომ არ იჯდეს იმიტომ, ურჩევნია ბავშვიან – უფროსიანად გადადოს ყველას და პრობლემები შეუქმნას…

 

ახლა გავიგე რამდენიმე ჩემს ნაცნობზე, უსიმპტომოდ კორონათი დაწოწიალობენ ყველგან…

 

მორალი: ნაძირლობას დონე არ ეზომება“,  - წერს მღებრიშვილი.

big_banner
არქივი