logo_geo
გიორგი კეკელიძე: საქართველოში ქალები კაცებს სჯობდნენ კი არა, ქვეყანა გადაარჩინეს და აქამდე მოიტანეს
- +

19 ნოემბერი. 2020. 21:04

 

 

„მაგრები, ძალიან მაგრები არიან ეს და სხვა ქალები საქართველოდან! გილოცავთ!", - ასე  ეხმაურება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის" წარმატებას.

 

,,ძალიან მიხარია, რომ ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ძალიან მიკვირს აღნიშვნები პათოსით; ,,უი, ხომ ხედავ, კაცებსაც კი აჯობეს". ყოველგვარი პოლიტკორექტული კეკლუცის გარეშე - დამოუკიდებლობის ოცდაათწლიან ისტორიაში, საქართველოში ქალები კაცებს სჯობდნენ კი არა, უბრალოდ ქვეყანა გადაარჩინეს და აქამდე მოიტანეს - კაცებისგან ერთმანეთისთვის გამეტებული ტყვიით დაცხრილული ქვეყანა.

 

ჰოდა, მაგრები, ძალიან მაგრები არიან ეს და სხვა ქალები საქართველოდან! გილოცავთ!", - წერს გიორგი კეკელიძე.

 

ცნობისთვის, ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავიდა

 

 

big_banner
არქივი