logo_geo
გია გაბრიჭიძე: შალიკო, თუ ამას ითხოვდი ამდენი წელიწადი, შევარდნილიყავი ბანკში...
- +

20 ნოემბერი. 2020. 22:23

 

„შალიკო, თუ ამას ითხოვდი ამდენი წელიწადი ("წელი" არა რა, წელი სხვა რამეა) შევარდნილიყავი ბანკში, მარა მევახშე მევახშის ბანკში არ შევარდებაო“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება შალვა ნათელაშვილის დღევანდელ განცხადებას. საუბარია „ფეისბუქ-პოსტზე, სადაც ნათელაშვილი წერს, რომ მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის მოთხოვნები, ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს.

 

„ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია:

აზარტული თამაშების აკრძალვას;

ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7 პროცენტი;

პენსიონერებისთვის წამლები ხელმისაწვდომ ფასებში.

ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები", -წერს ნათელაშვილი.

 

 

big_banner
არქივი