logo_geo
თამუნა გოდერიძე: კოვიდ-ინფიცირებული პაციენტები ნუ გამწესდებიან სარეცელზე- თქვენ გიმკურნალებთ სიარული
- +

20 ნოემბერი. 2020. 23:35

 

"კორონავირუსს არ ჭირდება წოლითი რეჟიმი!

ქვეყანაში საწოლების და ადგილების შექმნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე მეტად მნიშვნელოვანი საქმეა პაციენტების სწორი ტრიაჟი, მთავარია ამაში არ მოიკოჭლოს ქართულმა ჯანდაცვამ“, - ამის შესახებ ექიმი, ენდოკრინოლოგი თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის კორონავირუსის მართვის შესახებ საუბრობს:

 

„პირველადმა ჯანდაცვის რგოლმა ზუსტად გაწერილი პროტოკოლით უნდა მართოს პაციენტები ბინაზე, ასეთების რიცხვი კი 90%-ია დაახლოებით.1. Non noncore - ანუ არ დანიშნოთ კომპიუტერული ტომოგრაფია ერთხელ, ორჯერ სამჯერ და ა.შ (ორ წელიწადში მივიღებთ ონკოლოგიური შემთხვევების მინიმუმ გაორმაგებულ მდგომარეობას, - როდესაც ფილტვის დაზიანება უკვე არსებობს და პარალელურ რეჟიმში მიდის ქსოვილების აქტიური აღდგენითი პროცესი, უნდა ვაცადოთ უჯრედებს აღდგნენ მუტაციების გარეშე, განსაკუთრებით კი ბავშვთა და მოზარდთა ასაკში - ტრადიციასავით დამკვიდრდა ე.წ ქულების დათვლა - 0-24, ... და 3 ქულის გამოჩენაზეც იწყება პანიკა, ექიმთა საზოგადოებას მგონი უკვე კარგად გათავისებული უნდა ქონდეს, რომ პაციენტი უნდა იმართოს დაავადების მიმდინარეობის კლინიკური გამოვლინებზე და ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით), ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ვირუსული პნევმონიის დროს კომპიუტერული კვლევა მსუბუქ და საშუალო შემთხვევებში არაფერს გვიცვლის მკურნალობაში.

 

  1. Non noncere - ანუ, არ დანიშნოთ ანტიბიოტიკოთერაპია როდესაც ის არ არის საჭირო და ძალიან ცოტა პროცენტია პაციენტებისა ვისაც ის ჭირდება კორონავირუსის შემთხვევაში.

აუცილებელია ექიმებს ქონდეთ სწორი წარმოდგენა კოვიდინფიცირებულებში ცხელების მართვასთან დაკავშირებით. ნუ მოვიმადლიერებთ/ მოვიშორებთ პაციენტებს ანტიბიოტიკების დანიშვნით. ქართული რეალობის გათვალისწინებით გასაგებია, რომ სიტყვები - ტომოგრაფია და ანტიბიოტიკი ჯადოსნური ჯოხივით მოქმედებს, მაგრამ დროა ექიმები დავდგეთ ჩვენი პროფესიის სიმაღლეზე და სწორად ვმართოთ სიტუაცია - იქნებ დადგეს ამ ქვეყანაში ისეთი დღე, როდესაც პაციენტი არ დარჩება ნაწყები ექიმზე ანტიბიოტიკი რომ არ დაუნიშნა. იქნებ მომავალში კლინიკებმაც აიმაღლონ ხარისხი და უარი თქვან პაციენტების მოთხოვნით კვლევების ჩატარებაზე (სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე). არც სააფთიაქო ქსელს აწყენდა მედიკამენტების სარეცეპტო ფურცლის გარეშე გაყიდვაზე უარის თქმა.ერთ წელიწადში უდიდესი საშიშროების წინაშე დავდგებით (უკვე ვართ) ანტიბიოტიკოთერაპიაზე რეზისტენტული საზოგადოება გვეყოლება (საზოგადოება და არა კონკრეტული ჯგუფები)!3. ქართველი იმედიანი ადამიანია, მაგრამ ყოველთვის სხვისი იმედი ნუ გვექნება - ამას წინათ მოგილოცეთ ყველას ვაქცინის გამოჩენა, მაგრამ ის მეცნიერული მიღწევაა ამ ეტაპზე და არა კორონასგან გადარჩენის საშუალება. უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის (ვისაც არ აქვს ქრონიკული დაავადებები) პაციენტები ნუ გამწესდებიან სარეცელზე- თქვენ გიმკურნალებთ სიარული და ზომიერი ფიზიკური ვარჯიში (ასაკიანი ადამიანები უფრო დაუზარელები აღმოჩნდნენ ამ ამბავში, ალბათ ნაკლებად რომ მეგობრობენ ტელეფონის ეკრანებთან იმიტომ და დროს ნაკლებად ხარჯავენ უარყოფითი ემოციებით დატვირთული სიახლეების გაცნობაში),- თქვენ გიმკურნალებთ სწორი კვება და სითხეების მიღება;- თქვენ გიმკურნალებთ ფილტვების სუნთქვითი ვარჯიშები;- ნუ გაგიხარდებათ კლინიკაში ადგილის “შოვნა”, იქ არ არის სუფთა ჰაერი და ვერც ფიზიკურ აქტივობას შეძლებთ - (ჟანგბადდამოკიდებულმა ადამიანებმაც კი უნდა იმოძრაონ შესაძლებლობის ფარგლებში), თან ყველაზე მნიშვნელოვანზე იფიქრეთ - არამიზნობრვად საწოლი ადგილის დაკავებით სახლში დარჩენილ მძიმე პაციენტის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეუქმნათ.

პაციენტების ბინაზე მართვა არ არის რთული მუდმივი კომუნიკაციის პირობებში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათ არ უნდა იარონ კვლევებზე სხვადასხვა კლინიკებში არც კოვიდის პერიოდში და არც კოვიდის გადატანის შემდეგ უახლოესი ორი კვირის მანძილზე საკუთარი გადაწყვეტილებით, ექიმის მითითების გარეშე.- ოჯახის ექიმების მიერ დაგეგმილი კვლევების ჩატარებას ბინაზე ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ მობილური ლაბორატორიული სერვისის გააქტიურებით.

ბინაზე ლაბორატორიული კვლევები საჭირო დროს უნდა დაიგეგმოს და არა რუტინულად და არა იმ დროს როდესაც ამას პაციენტი ითხოვს! თითოეული სამედიცინო შემთხვევის სწორად შეფასების შემდეგ მხოლოდ მძიმე პაციენტები აღმოჩნდებიან კლინიკაში და შესაბამისად მოხდება ე.წ. საწოლფონდის განმუხტვა.

 

და კიდევ ერთი!- გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტებს ხშირად უჩნდებათ სურვილი, იარონ კლინიკებში და იტარონ კვლევები - ესეც ერთერთი გამოვლინებაა დეპრესიული მდგომარეობის. დასუსტებული იმუნიტეტით კლინიკებში სიარული კიდევ უფრო ზრდის სხვა ვირუსებით დაინფიცირების რისკს. გამოჯანმრთელების შემდეგ ეცადეთ აღმოჩნდეთ გარემოში, სადაც კორონავირუსზე, დე-დიმერზე, ანტიბიოტიკზე, კოაგულოგრამაზე და ისეთ ათასგვარ ტერმინზე აღარ იფიქრებთ, აქამდე გაგონილიც რომ არ გქონდათ. და თუ ამას კარგა ხნის მანძილზე ვერ ახერხებთ და ხვდებით რომ მსგავსი ფიქრები ცხოვრების ხარისხს გიკარგავთ, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს. მერე რა რომ თქვენ კორონა გადაიტანეთ, თქვენ ხომ ისევ სრულფასოვანი და ჯანმრთელი წევრი ხართ საზოგადოების.

 

P.s არ მეგულება მოწოდებით ექიმი, რომელიც მობილიზებული აქტივობით და დიდი ინტერესით არ იყოს ჩართული ისეთ მასშტაბურ და საინტერესო სამედიცინო გამოწვევაში, საუკუნეში ერთხელ რომ ხდება. ამიტომაც ჩვენი სამუშაო სლოგანი უნდა იყოს#სწორიმართვა#სწორიტრიაჟიდა შესაბამისად უარი ეთქმება ე.წ. "ლოქდაუნს"#არალოქდაუნს ჯანმრთელობას გისურვებთ!" - წერს თამარ გოდერიძე

big_banner
არქივი