logo_geo
გოგა ჩანადირი: პირველად დავეთანხმე დანაშაულის ჩამდენს
- +

21 ნოემბერი. 2020. 00:24

 

 

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე შეიარაღებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ვა, პირველად დავეთანხმე დანაშაულის ჩამდენს.

დღეს წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში პირი შეიჭრა და 3 მოთხოვნა წარადგინა:

  1. აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები
  2. ბანკებს მიეცეთ უფლე­ბა, 7 %-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში.
  3. ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, - აცხადებს თავდამსხმელი.

სამივე მოთხოვნას მხარს ვუჭერ. ცხადია, დახვეწას ითხოვს.

რა თქმა უნდა, ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ ეგებ ამის მოთხოვნებზე სახელმწიფო დაფიქრდეს და პრობლემის არსს ჩაუღრმავდეს“, - წერს ჩანადირი.

 

 

big_banner
არქივი