logo_geo
გიორგი კეკელიძე: სადღაც, ფიქრის ფსკერზე აწყვია ის ღამეები, ცივი და გრძელი ღამეები, მამაჩემი ლოგინს რომ მითბობდა
- +

21 ნოემბერი. 2020. 13:42

 

 

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს:

 

 

„სადღაც, ფიქრის ფსკერზე აწყვია ის ღამეები, ცივი და გრძელი ღამეები, მამაჩემი ლოგინს რომ მითბობდა. ათი წუთით ადრე ადიოდა დასაწოლად. მე ცეცხლის ჩაქრობას ველოდი და ცოტაც თავს ვიმცივნებდი - ასე შეცივებულს ათასჯერ უფრო მეთბილებოდა ლოგინი. ,,გოუშვი გათბობა?'' - ვეკითხებოდი. ,,გაშობილია'' - მეუბნებოდა თავზე საბანწაფარებული. სადღაც ფიქრის ფსკერზე აწყვია და ხან რაღაც უცნობი მიწის ძწვრა წამოკრავს ფეხს, წამოშლის და ტალღებზე ამოაგდებს. მრისხანეა ეს ტალღები და სარკესავით - შიგნით ჩემს თავს ვხედავ. უუნაროს და უპასუხოს. მე არ შემიძლია მამაჩემის საწოლის გათბობა, იმ წლების უღიმღამო ღამეების პასუხი, უღიმღამო, მაგრამ ჯადოსნური ღამეების.

 

მხოლოდ ასე შეხმიანებას თუ შევძლებ – წერით და ლაპარაკით. ეს წიგნებიც იმ დღეებზე და ღამეებზე პასუხი გამოდგა – შორეული და მიუწვდომელი, შეიძლება –  ამაოც და უსარგებლო.

 

არავინ იცის“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

big_banner
არქივი