logo_geo
„დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ვიწყებთ ბრძოლას!“ - შატილის ტრაგედიას გადარჩენილი გოგოს ემოციური პოსტი
- +

21 ნოემბერი. 2020. 13:55

 

 

შატილის ტრაგედიას გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი სოციალურ ქსელში დაღუპული დის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

,,ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რატომაა, რომ სახლი, სადაც მე და ჩემი დები გავიზარდეთ, მოწყენილი, დარდიანი და ცარიელი. მედეა ჩვენთან აღარ ცხოვრობს. ის სრულიად ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე და ხალისიანი გოგო იყო. წელს მაგისტრატურის სტუდენტი გახდა, მასწავლებლობაზე ოცნებობდა, ცოდნას იღრმავებდა მუდმივად, სულ წიგნები ეჭირა ხელში და რისთვის? რატომ არ შეუძლია მას ჩვენს გვერდით ყოფნა და თავისი მიზნებისკენ სწრაფვა: პასუხი ერთია – უპასუხისმგებლო კომპანიის მიერ დაგეგმილი ტური! იმის გამო, რომ თრეველერმა მეტი სარგებლობის მიზნით იქირავა ძველი და გაუმართავი მანქანა, ჩასვა ამ მანქანაში იმაზე მეტი რაოდენობის ადამიანი, ვიდრე შეიძლებოდა; იმის გამო, რომ მანქანა არ ეკუთვნოდა მძღოლს, რომელიც იმ დღეს მართავდა აღნიშნულ ტრანსპორტს:- დღეს ჩემი და ცოცხალი აღარ არის, სიცოცხლეს მასთან ერთად გამოემშვიდობა კიდევ 16 ადამიანი და გავმწარდით ასეულობით ადამიანი, გარდაცვლილების ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები თუ უცნობები. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა და უამრავ კითხვაზე ჯერ პასუხი არ არსებობს. ერთი კი ნათელია: ჩვენი ტური განწირული იყო თავიდანვე, ყველა პირობა შეგვიქმნა კომპანიამ იმისათვის, რომ მგზავრობა ასეთი კატასტროფით დასრულებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ 17 ადამიანის სიცოცხლე შეწყდა, კომპანიას ერთი დღითაც არ შეუწყვეტია მუშაობა; მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ანგარიშზე ჩასარიცხი თანხა უფროსმა თავის პირად ანგარიშზე ჩაარიცხინა – ამ საკითხით არ დაინტერესებულა არავინ. დრო აღარ ითმენს! ჩვენ გვინდა პასუხი ყველა კითხვაზე! დამნაშავე უნდა დაისაჯოს! ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას!”, – წერს ხატია დევსურაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი