სამხედრო ექიმი, ომის ვეტერანი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„რა აღარ ქნა და იკადრა ამ ე.წ. ჩვენმა ჩამყაყებულმა ოპოზიციამ:
გაიფხრიწნენ, ხმები ჩაიხლიჩეს, სპექტაკლები დადგეს, ხან სად სცადეს შეცვენა, შვილმკვდარ მშობლებზეც კი გავიდნენ. ჩადეს ტონა ფული საარჩევნოდ, ბეჭდეს ფლაერები, პლაკატები, ორი ტონაც რეკლამაში იხადეს-იუთუბზე კინო ვეღარ მინახია-ვაშაძის თავი რო არ ამოხტეს შუაში! მოკლედ, გაიჭაჭნენ-მესიჯები ხო გვიგზავნეს; ქუჩაში დგომით (თეთრი სახლის წინაც კი იყვირეს ), დაცივდნენ, პროსტატიტები და ადნექსიტები აიკიდეს, კორონები დაიმართეს, ბოიკოტები დააანონსეს, უკრაინაში იარეს, გენერლები გადააგდეს, ბრასლეტები მოიგლიჯეს, გაიბუტნენ, მუქარები იყვირეს, მანქანის კაპოტებზე იცეკვეს...
ობშემ, კეთილები იმასიქნეს და ვერაფერი!
ზატო აი კაცი!
შევიდა უნიღბოდ პლასმასის ლიმონკით, სამი ცალი მოთხოვნა თქვა, მერე გამოვიდა და სრულიად საქართველო შეჰნატრის!
გმირია!
აი დაახლოებით ის პონტია რაა, ვიღაცა მაგარი ტვინიანი მეცნიერი რო მთელი ცხოვრება ფორმულებს უზის, მაგარ რაღაცეებს რომ გამოიგონებს და კაციშვილი არ უსმენს და ამ დროს ნინაწკრიალაშვილა-გოგოები რომ ტრუსიკს ჩაიხდიან და ერთ წუთში ზეპოპულარულები ხდებიან, ოცდაათ შოუში რო იწვევენ ხოლმე მერე!“ - წერს ნინო ახობაძე.