logo_geo
გიორგი კეკელიძე: საქართველოში ქალები კაცებს სჯობდნენ კი არა, უბრალოდ ქვეყანა გადაარჩინეს და აქამდე მოიტანეს
- +

23 ნოემბერი. 2020. 02:01

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ლანჩხუთის ქალთა გუნდის გამარჯვებას ეხმაურება და წერს:

 

"ძალიან მიხარია, რომ ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ძალიან მიკვირს აღნიშვნები პათოსით; "უი, ხომ ხედავ, კაცებსაც კი აჯობეს". ყოველგვარი პოლიტკორექტული კეკლუცის გარეშე - დამოუკიდებლობის ოცდაათწლიან ისტორიაში, საქართველოში ქალები კაცებს სჯობდნენ კი არა, უბრალოდ ქვეყანა გადაარჩინეს და აქამდე მოიტანეს - კაცებისგან ერთამენთისთვის გამეტებული ტყვიით დაცხრილული ქვეყანა.

 

 ჰოდა, მაგრები, ძალიან მაგრები არიან ეს და სხვა ქალები საქართველოდან!

 

  გილოცავთ!" - წერს კეკელიძე.

 

big_banner
არქივი