logo_geo
„პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, საქართველომ TCR-ის გახსნას უმასპინძლა“
- +

2 აპრილი. 2017. 21:22


 

„10 ქვეყანა და 3 კონტინენტი სადაც წლევანდელი სეზონი ჩატარდება, 100-ზე მეტი მედია საშუალება მსოფლიოში და 24 მილიონზე მეტი მაყურებელი ღონისძიების მიმდინარეობის დროს - პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, საქართველომ ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატის (TCR-ის) გახსნას უმასპინძლა", - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩემპიონატის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრთან, TCR International-ის დამფუძნებელ მარჩელო ლოტისთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, დაესწრო.

 

საქართველოს სახელით, რბოლაში ქართველი ავტომრბოლელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის Mia Force-ის წევრი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია და სერბი სპორტსმენი დუშან ბორკოვიჩი მონაწილეობდნენ.

 

TCR-ის პირველი ეტაპის გამარჯვებული სწორედ დათა ქაჯაია და საქართველოს გუნდი გახდა! http://tcr-series.com

 

მადლობა ყველა გულშემატკივარს, მადლობა მთავრობას მხარდაჭერისთვის, მადლობა სპონსორებს და ტექნიკურ გუნდს - საქართველო იგებს!

 

ჩემპიონატზე დასასწრები თითოეული შეძენილი ბილეთიდან, გარკვეული თანხა, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად, „სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხა", - წერს თალაკვაძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი