logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: ძველ ტიკებში ახალი ღვინის ვერ ჩასხმის ამბავია აქაც...
- +

2 აპრილი. 2017. 23:37



საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როდესაც land-line ტელეფონს მობილური ტელეფონია კლავდა, რეანიმატოლოგები გულწრფელად ეცადნენ მის გადარჩენას - ჯაჭვი ახსნეს სულთმობრძავს, რადიომოდული დაუყენეს და ოთახ-ოთახ ასეირნეს, ანუ ნაწილობრივ გაამობილურეს, მაგრამ ის მაინც მოკვდა (გაიხსენეთ, ბოლოს როდის დაგირეკეს "სახლის ტელეფონზე"). ასეა ტელევიზორიც - რამდენი მობილური აპლიკაციაც არ უნდა გადაინერგოს უძრავად გამოკიდებულ ტელევიზორში შეჩურთულმა smart tv-იმ, ის მაინც მოკვდება - ძველ ტიკებში ახალი ღვინის არ/ვერ ჩასხმის ამბავია აქაც", - წერს ნაცვლიშვილი.


 

big_banner
არქივი