logo_geo
გიორგი კეკელიძე: ყოფილა წუთი, როცა ერთდროულად ყველაფერს ხვდები და ვერაფერსაც...
- +

24 ნოემბერი. 2020. 22:26

 

 

„სადღაც საათის ჩაძინებულს, დილის ექვსისკენ, დედაჩემმა გამაღვიძა და საოცრად მტკიცე ხმით მითხრა: მამაშენი აღარ არის, გიორგი, იცოდე, შენ კარგად უნდა იყო, ასე უნდოდა მამაშენს“, - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ყოფილა წუთი, როცა ერთდროულად ყველაფერს ხვდები და ვერაფერსაც. მერე ეს წუთი სამუდამოდ გრძელდება. სხვა წუთებს გვერდით მიყვება გაყინული. სხვა წუთებში ყველაფერი ხდება, რაც სიცოცხლის წესია: სამუშაო, სიყვარული, შური, სიხარული, დაღლა, გაოცება, ტკვილი. ეს წუთი კი ისევ ისეთია. ეს დამატებითი წუთი. ზუსტად იმ ჭერის ფერი, რომელსაც უმიზნოდ ავხედე, როცა საგანგებოდ ჩემთვის გამაგრებულმა დედაჩემმა, ის სიტყვები მითხრა. დედაჩემმა, თვითონაც ავადმყოფი, საღამოთი ფეხზე ძლივს რომ იდგა და ახლა ბზარდამალული ხმით მელაპარაკებოდა.

ის წუთი ალბათ არ გალღვება. არც დანარჩენ წუთებს შეერევა; თუ კი - მაშინ ხელოვნური გახდება ყველაფერი, ცხოვრება კი სხვა ამბებს გულისხმობს - მოუსვენრობას და სიცხეს. ასეთი წუთები სიკვდილის მერე დაიძრებიან. თუ სული არსებობს და თუ სული უკვდავია, ასეთ წუთებში იცხოვრებს სული. ეს იქნება მისი სამოთხე ან ჯოჯოხეთი“, - წერს კეკელიძე.

 

big_banner
არქივი