logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: გუშინ დედასთან არ დამირეკავს, გაუფრთხილებლად შევუარე...
- +

3 აპრილი. 2017. 00:44



ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ დედასთან არ დამირეკავს, გაუფრთხილებლად შევუარე. ზარი რომ დავრეკე, სანამ კარს გამიღებდნენ, ნათიას ზარიაო, უთქვამს. გასაკვირი კი არაფერია, ხელებს თავისი მეტყველება აქვს, მეც ყველა ოჯახის წევრს ვცნობ კაკუნით, ფეხის ხმით, თუ ზარის დარეკვით. უბრალოდ ალბათ მხოლოდ დედაა, ვინც ისე მელის, რომ დახურულ კარს მიღმაც მცნობს", - წერს ფანჯიკიძე.


 

big_banner
არქივი