logo_geo
გიორგი ფანცულაია: ჩემი სიცოცხლის გადარჩენა, პირადად ლევან რატიანის დამსახურებაა!
- +

26 ნოემბერი. 2020. 01:28

 

 

ადვოკატი გიორგი ფანცულაია, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

 

1) ვინაიდან შედარებით უკეთ ვარ (მაგრამ ჯერაც სამკურნალო), ჩემივე თხოვნით #ვტოვებ კლინიკას და გადავდივარ სახლის პირობებში სამკურნალოდ...

2) გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი სიცოცხლის გადარჩენა პირადად ექიმ ევანი ატიანის დამსახურებაა! ლევანი არა მხოლოდ ძალიან მაგარი პროფესიონალი ექიმია, ის სასწაული #ადამიანიცაა! მისი პროფესიონალიზმით ხომ გადამარჩინა (არა და საკითხი ზუსტად ჩემი გადარჩენა არგადარჩენაზე იდგა. კიდევ ერთი დღით გვიან მისვლის შემთხვევაში გადარჩენის შანსი უკვე 0% იყო. ჩემს ასაკში ასეთი მძიმე პაციენტი ამ კლინიკას ჯერ არ ყოლია კოვიდით, ეს ლევანის სიტყვებია), ასევე ამ ხნის მანძილზე ლევანი არ დაიჯერებთ და საკუთარი ხელით მიკეთებდა ექთნის საქმესაც, მედგა თავზე და იყო ჩემი ფსიქოლოგი, იცლიდა და საკუთარი ინიციატივით დედაჩემს სახლში უნიშნადა წამლებს (დედასაც კოვიდი ქონდა)! მოკლედ სასწაული ადამიანია!

ასევე მადლობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მთელ შემადგენლობას! და მადლობა რა თქმა უნდა Nინი Uბილავა !

3) აქვე მინდა თავი დაგიხაროთ თქვენ!!! ამ უკიდეგანო მხარდაჭერისთვის და გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ასე რომ გაიზიარეთ ჩემი ოჯახის ტრაგედია (მამის გარდაცვალება) და ამ ხარისხით/ჩართულობით ზრუნავდით ჩემს მდგომარეობაზე (არ ჩამოვწერ დეტალებს)...

#ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ადამიანებში შედიოდნენ ისეთბიც ცხოვრებამ სხვადასხვა ბანაკში რომ გაგვანაწილა... რის გამოც ორმაგი მადლობა მათ!

4) პერსონალური მადლობა ჩემგან და ჩემი ოჯახისგან რაკლი ლონტს, რომ არა ის და მისი ჩართულობა, რომ მე იქ მოვხვედრილიყავი სადაც გადამარჩინეს, ალბათ ლეტალურად დავასრულებდი სიცოცხლეს!.. ასევე მადლობა Mishiko Ramishvil.

5) ასევე მინდა ყველა ჩემი #ახლობელ-#ნათესავს მადლობა გადავუხადო, რომლებმაც ამ კოვიდის დროს, ჩემი მაგივრობა გასწიეს, დაუდგნენ ჩემს ოჯახს გვერდში, რათა ღირსეულად დაკრძალულიყო მამაჩემი, ჰამლეტი ფანცულაია!

6) რა თქმა უნდა, იყო ერთეული მეგობრები, რომელთაგან სხვა რაიმეს მოველოდი, მაგრამ ცხოვრებაში სულ გხვდებიან ასეთები... ამიტომ დიდად არ მწყდება მათ წყალღვინო საქციელზე გული!...

P.შ. მთავარია გადავრჩი! მალე ფეხზეც დავდგები!.. რის შემდეგ მამაჩემის დატოვებულ ოჯახსაც გავუვძღვები და რა თქმა უნდა ვიზრუნებ ჩემს პატარა #კონსტანტინეზე! ასევე გპირდებით სულ რამოდენიმე თვეში, აქტიურ #საზოგადოებრივ #ცხოვრებასაც #დავუბრნდბი!!!

აბა დროებით, მეტად აღარ შეგაწუხებთ!

მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ!“,  -წერს ფანცულაია.

 

ცნობისთვის, ადვოკატ გიორგი ფანცულაიას მამა, ჰამლეტ ფანცულაია კორონავირუსით გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი