logo_geo
იოსებ ჭუმბურიძე: ნიჭი უნდა, ერთ ლექციაში ამდენი სისულელე და მკრეხელობა ჩაატიო
- +

26 ნოემბერი. 2020. 17:21

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის შესახებ წერს.

 

 

 

„გუშინ ბატონმა ნუგზარ ჯანაშვილმა ლევან ბერძენიშვილის ერთი საჯარო ლექცია გააზიარა.

მოუსმინეთო.

მისი ხათრით მოვუსმინე.

ანუ თავი გავწირე.

 

 

ლექციის თემა: „ერთი პოეტის ორი სახელი“.

 

ხომ გაინტერესებთ, ვინ არის ეს ერთი პოეტი?

 

ეს ერთი პოეტი არის (ძალა მოიკრიბეთ) ... ბარათაშვილი და გალაკტიონი.

ვთქვათ და შევუნდეთ ამ დროულ კაცს ორიგინალურობის ეს ყმაწვილური სურვილი.

ვთქვათ და დავუჯერეთ, რომ ბარათაშვილი და გალაკტიონი ერთია და არა ორი.

 

 

„ამ დაჯერების“ მერეც იმდენი სისულელე ითქმება, რომ ვერ დაითვლით.

 

 

ეტყობა, ორი ბერძენიშვილი რომ ერთია (არც კი!), ამის გამო უნდა დავიჯეროთ, რომ ბარათაშვილი და გალაკტიონიც ერთი პოეტია!

 

ალბათ, ამასაც ნიჭი უნდა, ერთ ლექციაში ამდენი სისულელე და მკრეხელობა რომ ჩაატიო:

უშნო ბარათაშვილი და მშიშარა გალაკტიონიო(?!);

 

გალაკტიონი ტაბიძე არ არის, ტაბიძე ტიციანიაო(?!);

 

„უცნობში" ვახტანგ ჯავახაძისა ერთი სიტყვაც არ არისო(?!);

 

გალაკტიონის შემდეგ პოეტი აღარ გვყოლია თურმე - არც ანა, არც მურმანი, არც მუხრანი(?!)...

 

 

გალაკტიონის შემდეგ ოთარ ჭილაძეც გალაკტიონი ყოფილა, მალე მიმხვდარა და პროზაში გადასულა(?!)...

 

ლეონიძეზე ხომ „საერთოდ, „გადის და გამოდის“...

არა, ნამდვილად საკლინიკო მდგომარეობაა!

 

როცა პოეზიაზე მსჯელობა არ შეგიძლია, მაშინ ასეთ საკითხებზე უნდა იჭორავო:

 

იმეგობრებდა თუ ვერა გალაკტიონი იმ კოლეგასთან, წვერს დღეში ორჯერ რომ იპარსავდა(?!).

 

რა თქვა გალაკტიონმა პასტერნაკზე;

 

როგორ დაკარგა გალაკტიონმა ლენინის ორდენი, როგორ მოიხსნა ბერიამ თავისი და მიაბნია, თან გააფრთხილა,  აღარ დაკარგოო (თუმცა, ამ „ფაქტს“ იქვე დასძინა, მშიშარა გალაკტიონი ბერიასთან როგორ მივიდოდაო)...

 

ვუსმენდი და იმ სტუდენტებზე ვფიქრობდი, შიგადაშიგ, გულიანად რომ იცინოდნენ და არ იცოდნენ, რომ უნდა ეტირათ...

 

ამათ ხომ არც გალაკტიონი უნახავთ, არც აკაკი გაწერელიასთვის მოუსმენიათ, არც ნოდარ ტაბიძისთვის...

მეცოდებიან...“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

big_banner
არქივი