logo_geo
დაჩი ცაგურია: ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს ამბავს!
- +

3 აპრილი. 2017. 11:17


„ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს ამბავს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია წერს და შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს.

 

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება. პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია, ქუთაისში  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუყრის საფუძველს", - წერს ცაგურია.


 

 

 

 

big_banner
არქივი