logo_geo
ალექსანდრე გვარიშვილი: „ლოქდაუნის“ მიუხედავად, GERA-ს ყველა წევრი კუთვნილ ჰონორარს მაინც მიიღებს
- +

27 ნოემბერი. 2020. 18:04

 

 

 

„ლოქდაუნის მიუხედავად GERA-ს ყველა წევრი კუთვნილ ჰონორარს მაინც მიიღებს“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის  ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

„მსურს მივმართო ჩვენი ასოციაციის წევრებს და ვაცნობო, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, GERA ერთი წუთითაც არ წყვეტს ზრუნვას მის წევრებზე. ისევე როგორც პირველი ლოქდაუნის დროს, ამჯერადაც სათანადოდ დავიცავთ თქვენს უფლებებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ რთულ პერიოდში გვერდში დაგიდგეთ!

 

ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და როგორც კი ქვეყანა დაუბრუნდება რჩვეულ რიტმს და გაიხსნება საჯარო სივრცეები, GERA განაგრძობს ოპერირებას იმ მექანიზმით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც აირჩია საქართველოში საავტორო უფლებების სათანადო დონეზე დაცვისთვის.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს!

 

პატივისცემით,

 

ალექსანდრე გვარიშვილი,

 

GERA-ს გამგეობის თავმჯდომარე.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი