logo_geo
„შეიძლება ტექნიკურად უტოპიური აზრი დამებადა...“ - რა ინიციატივით გამოდის ლაშა ღლონტი
- +

27 ნოემბერი. 2020. 21:24

 

 

 

მომღერალი ლაშა ღლონტი  სავაჭრო ქსელების მფლობელებს სთავაზობს მარკეტში გამოყონ სპეციალური ადგილი იმ პროდუქტებისთვის, რომელიც მისი თქმით ყველა იმ თანამოქალაქისთვის იქნება განკუთვნილი ვისაც სჭირდება და ყიდვის საშუალება არ აქვს.

 

“მეგობრებო!!!! ერთი შეხედვით შეიძლება ტექნიკურად უტოპიური აზრი დამებადა, მაგრამ იქნებ გავაკეთოთ.

 

ყველა სუპერმარკეტში, სადაც საკვებ პროდუქტს შევიძენთ, მფლობელებმა გამოყონ რაიმე ადგილი, სადაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ყველას საკუთარი სურვილით და შესაძლებლობიდან გამომდინარე ექნება საშუალება ნებისმიერი საკვები პროდუქტი მოათავსოს საჩუქრად.

ვისაც უნდა მივა და აიღებს.

დავარქვათ ამ ადგილს ,,თანაგრძნობის კუთხე”. რას იტყვით ეს ხომ ძალიან მარტივია? სავაჭრო ქსელების მფლობელები იმედია გამოგვეხმაურებიან მათგან ხომ მხოლოდ ამ კუთხის მოწყობა დაგვჭირდება და ეს დიდი საქმეა!!!!

 

იქნებ მოაბას თავი ვინმემ. პირველი მე ვიქნები და ვიცი ყველა სიამოვნებით გააკეთებს ამასჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ გვყავს გაიხარეთ”,-წერს ლაშა ღლონტი სოცუალურ ქსელში.

 

big_banner
არქივი