logo_geo
ვახტანგ ჭარაია: თქვენ არაფრის დაკლება გინდოდეთ და სხვას მოუწოდებდეთ საჯარო მოხელის შეგშურდეთო, სამარცხვინოა
- +

28 ნოემბერი. 2020. 02:45

 

 

"შავი პარასკევის" აჟიოტაჟი ისე არ გამკვირვებია, როგორც ზოგიერთის მოწოდება - "შეიზღუდოს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ხელფასის გაცემა" ან/და "ჩამოვაჭრათ საჯარო მოხელეებს ხელფასები" და მსგავსები“,  - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი  ვახტან ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

 

საჯარო მოხელე ხალხი არ არის თუ რისი თქმა გინდათ? იმიტომ რომ მაღაზია დაიხურა, სკოლის მასწავლებელს უნდა ჩამოვაჭრათ ხელფასი? თუ რესტორნების დახურვის გამო პოლიციელს უნდა შევუმციროთ ჯამაგირი? თუ იქნებ სხვა რომელიმე შეზღუდვის გამო, პირობითად საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა სპეციალისტმა არ უნდა აიღოს ხელფასი?

დღეს სახელმწიფოზე თითქმის 300 000 ადამიანი მუშაობს. რატომ გძულთ ან რატომ აიძულებთ სხვებს სძულდეთ ეს 300 000 ადამიანი. ეს ხელფასები რომ მაღალი არ არის ამაზე ალბათ საუბარიც არ ღირს. მაგრამ თქვენ არაფრს დაკლება გინდოდეთ და სხვას მოუწოდებდეთ საჯარო მოხელის შეგშურდეთო, როგორც მინიმუმ - სამარცხვინოა. თუ ამ ადამიანებს არ გულისხმობდით, მაშინ ისწავლეთ წინადადების სწორად გამართვა.

პ.ს. ეს ტექსტი არ ეხება იმათ, ვინც ამბობს რომ გავიღოთ ჩვენი შემოსავლის x პროცენტი სხვების დასახმარებლადო. საუბარი მხოლოდ შურიანებზე მაქვს...“, - წერს ჭარაია.

 

 

big_banner
არქივი