logo_geo
ირაკლი ლატარია: მთელი მსოფლიო აღიარებს ქართველ გენიოსს....
- +

29 ნოემბერი. 2020. 21:26

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში, Netvlix-ის ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში „ლაზიერის გამბიტში“, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მოხსენიებაზე წერს:

 

„ეს არის ამერიკული სერიალი ,,ლაზიერის გამბიტი". აღნიშნულმა სერიალმა მსოფლიო აალაპარაკა.

 

რატომ გამახსენდა? გეტყვით.

 

სერიალში მთავარი გმირი ახსენებს მსოფლიო აღიარებულ მოჭადრაკე ქალს, ნონა გაფრინდაშვილს. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ მთელი მსოფლიო ისმენს, უყურებს და აღიარებს ქართველ გენიოსს....

 

რა მინდოდა ამით მეთქვა? რა, და, მაშინ როდესაც მსოფლიო პატივს სცემს შენს გენიოსს, რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის კომპლექსიანი, მთელი ბავშვობა დაჩაგრული, უსიყვარულოდ გაზრდილი ნიკა გვარამია? მიაფურთხეთ მას და მის მიმდევრებს და გაუღიმეთ. მათ ხომ ეს სისხლში აქვთ, ყველა ეზიზღებათ ვინც ხალხში სიყვარულსა და უდიდეს პატივისცემას იღებენ, რატომ? იმიტომ რომ გვარამია და მისი სექტა არიან ფსიქიურად შეშლილი კასტა, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა, მაგრამ სად ყავთ პატრონი.

 

რა გაანადგურებს მათ? სრული იგნორი.

 

ნონა გაფრინდაშვილი კი იმდენად დიდია, რომ მათი აფეთქება მისთვის პაიკის კისკისია და მეტი არაფერი“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

big_banner
არქივი