მომღერალი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ქალთა ტრიოში სიმღერის განსხვავებული მიმართულების ფუძემდებელი გიული დარახველიძე გარდაიცვალა.
მის მიერ დაწერილი სიმღერა „ფიფქებო“ საახალწლო სიმღერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.
ბებიის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოსტი „ფეისბუქზე“ მისმა შვილიშვილმა ირინა გელაშვილმა გამოაქვეყნა.
„სულ ამ დღისთვის გვამზადებდა, მაგრამ მაინც მოუმზადებლები შევხვდით. სულ მამეორებინებდა, მის პანაშვიდებზე რა მუსიკა უნდა ჩაგვერთო, ვის რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ უნდა დაგვეკრძალა... სამწუხაროდ, ბევრი რაღაცის გაკეთებას ვერ ვახერხებთ, იმის გამო, რომ პანდემიაა... მან კორონა დაამარცხა, მაგრამ სიბერე ვერა...
ხვალ გავაცილებთ სამუდამოდ... ვისაც გაცილება გინდათ, ხვალ, სამშაბათს 12 სათიდან ვაკის სამებაში იქნება....
ძალიან რთულია ჩემთვის მასზე რაიმეს დაწერა, ვერც ერთი სიტყვა გამოხატავს იმას, რაც ამ ქალმა დატოვა ჩემში და ზოგადად ამქვეყნად, ამიტომ უბრალოდ ვიტყვი, მე აღარ მყავს შეუდარებელი ბებია...“ - წერს ირინა გელაშვილი.