logo_geo
„კორონა დაამარცხა, მაგრამ სიბერე ვერა...“ - „ფიფქებოს“ ავტორი გიული დარახველიძე გარდაიცვალა
- +

30 ნოემბერი. 2020. 18:34

 

მომ­ღე­რა­ლი, რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი, ქალ­თა ტრი­ო­ში სიმ­ღე­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიმარ­თუ­ლე­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი გი­­ლი და­რახვე­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

 

მის მიერ და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რა „ფიფ­ქე­ბო“ სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რებს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პოპულარულია.

 

ბე­ბი­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პოსტი „ფე­ის­ბუქ­ზე“ მისმა შვი­ლიშ­ვი­ლმა ირი­ნა გელაშვილმა გამოაქვეყნა.

 

„სულ ამ დღის­თვის გვამ­ზა­დებ­და, მაგ­რამ მა­ინც მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი შევ­ხვდით. სულ მა­მე­­რე­ბი­ნებ­და, მის პა­ნაშ­ვი­დებ­ზე რა მუ­სი­კა უნდა ჩაგ­ვერ­თო, ვის რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და რო­გორ უნდა დაგვეკრძალა... სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, იმის გამო, რომ პან­დე­მი­აა... მან კო­რო­ნა და­­მარ­ცხა, მაგ­რამ სი­ბე­რე ვერა...

 

ხვალ გა­ვა­ცი­ლებთ სა­მუ­და­მოდ... ვი­საც გა­ცი­ლე­ბა გინ­დათ, ხვალ, სამ­შა­ბათს 12 სა­თი­დან ვა­კის სა­მე­ბა­ში იქ­ნება....

 

ძა­ლი­ან რთუ­ლია ჩემ­თვის მას­ზე რა­­მეს და­წე­რა, ვერც ერთი სი­ტყვა გა­მო­ხა­ტავს იმას, რაც ამ ქალ­მა დატოვა ჩემ­ში და ზო­გა­დად ამქვეყ­ნად, ამი­ტომ უბ­რა­ლოდ ვი­ტყვი, მე აღარ მყავს შეუდარებელი ბე­ბია...“ - წერს ირინა გელაშვილი.

big_banner
არქივი