logo_geo
სანდრო გულუა: აუცილებელია გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლა და დავაფასოთ პოლიციელების მიერ გაწეული სამუშაო
- +

30 ნოემბერი. 2020. 19:56

 

 

სოციალურ ქსელში რამდენიმე საინტერესო კომენტარი წავიკითხე ბავშვთა პორნოგრაფიის (არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა) თემაზე დაკავებული პირის საქმის შესახებ.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო რამდენიმე კომენტარი, რომლის ავტორებსაც ასეთი ტიპის დანაშაული საერთოდ არ მიაჩნიათ დანაშაულად“, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ოპერატიული განყოფილების უფროსი სანდრო გულუა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა აქტიურმა მომხმარებელმა ამ სახის დანაშაულისთვის დასჯა  საბჭოთა რეჟიმის ცენზურასაც კი შეადარა.

ცნობისთვის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კანონმდებლობით:

იკრძალება ბავშვთა პორნოგრაფიის ნებისმიერი სურათის წარმოება, განაწილება, იმპორტირება, მიღება ან ფლობა.

ფედერალური და სახელმწიფო კანონები დანაშაულად მიიჩნევს პორნოგრაფიული მასალების არა მხოლოდ წარმოებას და განაწილებას, უბრალოდ ფლობასაც კი, სადაც ასახულია არასრულწლოვანი (18 წლამდე ადამიანი ).

ფედერალური კანონები, სადაც საბავშვო პორნოგრაფია არის მოხსენიებული:

18 U.S.C. § 2251- Sexual exploitation of children
18 U.S.C. § 2251A- Selling or buying of children
18 U.S.C. § 2252- Certain activities relating to material involving the sexual exploitation of minors 18 U.S.C. § 2252A- Certain activities relating to material constituting or containing child pornography
18 U.S.C. § 2260- Production of sexually explicit depictions of a minor for importation into the United States 

კანონში ვკითხულობთ: შეგნებულად ფლობს ერთ ან რამდენიმე წიგნს, ჟურნალს, ფილმს, ვიდეოფირს ან სხვა ნივთს, რომელიც შეიცავს რაიმე ვიზუალურ გამოსახულებას...

აუცილებელია გვესმოდეს, რამდენად  მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დანაშაულთან ბრძოლა და დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველების მიერ გაწეული სამუშაო", - წერს გულუა.

 

 

big_banner
არქივი