logo_geo
„მე და ჩემი მეგობრებიც შევაგროვებთ წიგნებს და გაგატანთ” – 7 წლის ბავშვის ემოციური წერილი გიორგი კეკელიძეს
- +

30 ნოემბერი. 2020. 19:58

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მოსწავლეების მიერ გამოგზავნილ წერილებს აქვეყნებს.

 

წერილებში გიორგი კეკელიძეს ბავშვები მის მიერ დაწერილი ზღაპრების შესახებ ესაუბრებიან და მასთან შეხვედრას ითხოვენ.

 

“სულ ვამბობ და არ მომბეზრდება – ძალიან გამიმართლა. ერთი, რომ ამდენ ადამიანს სრულიად დაუმსახურებლად ასე გიყვარვართ და მეორე – ამ საქმესაც რომ მოვეჭიდე. ზღაპრებმა უამრავი საოცარი ბავშვი გამაცნო. გუშინ ისევ ქუთაისიდან მივიღე წერილები. ამჯერად ოცდამესამე სკოლიდან. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!”, – წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი