logo_geo
ამირან სალუქვაძე: ამათ აღვირახსნილობას, სიძულვილის თესვას, აგრესიას უკვე აღარ აქვს ზღვარი
- +

1 დეკემბერი. 2020. 02:19

 

 

რა დღეში არიან?! ხან სასამართლოსთან პროკურორებს უწყობენ შოუს, მონებს ეძახიან, ხან პოლიციას, ხან ჩინოვნიკებს...“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს,რითაც ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

 

ვიღაც სოციალური ქსელით ღია მოწოდებას აკეთებს,  რომელიმე პოლიციელი დაჩეხოთო(!). პირდაპირი მოწოდებაა ძალადობისკენ, დაპირისპირებისკენ, სისხლისღვრისკენ. ამათ აღვირახსნილობას, სიძულვილის თესვას, აგრესიას უკვე აღარ აქვს ზღვარი. ხალხის მოთმინებას ცდიან.

რომ ჰკითხო ღირებულებებზე, დაიწყებენ მედასავლეთეობაზე თუ პროევროპულობაზე ბოდვას. არჩევნების წინ ბოდიშებს იხდიდნენ...

კაი, დავუშვათ, ოდესმე მოხვედით ხელისუფლებაში, მთელ პოლიციას, პროკურატურას და ჩინოვნიკებს მონებს რომ უწოდებდით, სახლში გაყრით?

თუმცა, არ გაგიჭირდებათ, სადაც ომის წინ 9 ათასამდე ოფიცერი სახლში გაუშვით... მოკლედ, "პერფომანსების", ანუ სპექტაკლების და სანახაობების ქვეყანად ვიქეცით.

ქვეყანაში რაც ხდება, კარგი თუ ცუდი, პასუხისმგებლობის ლომის წილი ხელისუფლებაზეა. ხალხი დაიღალა. მიიღეთ სათანადო ზომები, დაამშვიდეთ საზოგადოება!“, - წერს სალუქვაძე.

 

 

big_banner
არქივი