logo_geo
ნიკა გვარამია: მთელი რუსეთი რომ გადაიბუგოს, რუსულ დროშას „ქავერზე“ ვერ დავიყენებ!
- +

3 აპრილი. 2017. 23:46



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს.

 

„ახლა დავფიქრდი და მთელი რუსეთი რომ გადაიბუგოს, რუსულ დროშას „ქავერზე" არ/ვერ დავიყენებ.

 

კი მრცხვენია, მაგრამ გადამბუგველის დროშას/სიმბოლოს აშკარად მეტი შანსი აქვს",- წერს გვარამია.

 

 

შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 50-მდე აღწევს. ინციდენტის შედეგად სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის 7 სადგური დაიხურა. სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მიზეზი ვაგონში დაუდგენელი მოწყობილობის ამოქმედება იყო.


 

big_banner
არქივი