logo_geo
ნანიკო ხაზარაძე: გიული დარახველიძემ სიმღერა „ფიფქებო” მე დამიწერა
- +

2 დეკემბერი. 2020. 00:57

 

 

მომღერალი, ცნობილი საახალწლო სიმღერის “ფიფქებო” ავტორი, გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სოციალურ ქსელში იხსენებს ტელეწამყვანი, ნანიკო ხაზარაძე და წერს, რომ ეს სიმღერა გიული დარახველიძემ სწორედ მისთვის დაწერა:

 

“გარდაიცვალა გიული დარახველიძე. გიულიმ ეს სიმღერა დამიწერა მე… მოკლედ, უარი მითხრეს ძველ სიმღერაზე, შესაბამისად, საახალწლო კონცერტზე. ამას შეესწრო გიული და იქვე, აი, ეს სიმღერა დამიწერა. მაშინ მე ლილუს ასაკის ვიყავი.  ბედნიერი ადამიანი ვარ, კრიტიკულ მომენტში ყოველთვის მიმართლებს…” - წერს ნანუკო ხაზარაძე.

 

 

big_banner
არქივი