logo_geo
ქართული - გივი ხორბალაძე: ვირუსის გართულებებით, ჩემი რვა კოლეგა გარდაიცვალა
- +

2 დეკემბერი. 2020. 01:00

 

 

პანდემიის მეორე ტალღა საკმაოდ აგრესიული გამოდგა.  ვერას გეტყვით, თუ რამდენად სარწმუნოა ოფიციალური სტატისტიკა, მაგრამ მე ჩემს სტატისტიკას მოგახსენებთ: კოვიდ- ვირუსის გართულებებით გარდაიცვალა რვა ჩემი კოლეგა (ეს ვისაც პირადად ვიცნობდი და მათ შორის ერთი ჩემი თანაკურსელი), სამი ახლო ნათესავი მივაბარეთ მიწას და ორი ბიძაშვილი უმძიმესი პნევმონიით, ახლაც მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი პროგნოზი სრულიად ბუნდოვანია“, - ამის შესახებ ექიმი გივი ხორბალაძე „ფეიბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

ხორბალაძე აღნიშნავს, რომ  გარკვეული პირების განცხადებები მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას  ჰგავს.

 

არც ჯანდაცვის სამინისტროს და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მესვეურთა ადვოკატად მე ნამდვილად ვერ დავდგები, პირიქით, მრავალი მწვავე კრიტიკული შენიშვნა შეიძლება წამოვჭრა მათ მიმართ, მაგრამ ხლა სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

უამრავი "კომპეტენტური" პირი გამოჩნდა, ჩვენი ვაიპოლიტიკოსებიდან და "ექსპერტ-ყველაფერშიკებიდან" დაწყებული, საზღვარგარეთ მყოფი (მოღვაწეს მათ ნამდვილად ვერ ვუწოდებ) სამედიცინო განათლების მქონე პირებით დამთავრებული, ვინც თავს უფლებას აძლევს, მაღალი ტრიბუნიდან გვმოძღვროს და "მსოფლიო შეთქმულების თეორია" მოახვიოს ხალხს და დაარწმუნოს უსაფრთხოების ზომების უსარგებლობაში.

ეს უკვე მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უფრო ჰგავს!“, - წერს ხორბალაძე.

 

 

big_banner
არქივი