ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე, ფილოლოგი მაკა სახურია, საკუთარ „ფეისბუქ-გვერდზე“ კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
„რა ტკივილია შენთან განშორება, კობა, საუკეთესო მეგობარო, უადამიანესო, უკეთილესო, უმამაცესო, უჭკვიანესო... ან სად და როგორ უნდა ზიდოს სააკაშვილმა შენი ცოდვა? დაუვიწყარია შენთან ურთიერთობის ყოველი წუთი, კობა, ძმაო“, - წერს მაკა სახურია.