logo_geo
პეტრე კოლხი: ჩემს შვილს და პატარა ზუს ვირუსი დაუდასტურდათ, იქნებ დაგვეხმაროთ
- +

3 დეკემბერი. 2020. 02:22

 

 

 

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში იტყობინება, რომ მის ქალიშვილს და შვილიშვილის კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

„ჩემს შვილს მარიამს და პატარა ზუს ვირუსი დაუდასტურდათ.

 

სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სათანადო პირობა არ არის და პრაქტიკულად სავარძელში უნდა მოთავსდეს მარიამი. ზუ მის გარეშე ცალკე ვერ წვება. ორნი კი ერთ პატარა სავარძელში ვერაფრით დაეტევიან.

 

იქნებ დაგვაკვალიანოთ, იქნებ დაგვეხმაროთ, ან საავადმყოფო  გვირჩიოთ, ან კოვიდ-სასტუმრო, სადაც დედა-შვილს მიიღებენ და საწოლის პრობლემას მაინც მოაგვარებენ!

 

მადლიერი დაგრჩებით!“ - წერს პეტრე კოლხი.

 

big_banner
არქივი