logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ნაცებო“, თქვენ ხართ ფაშისტები!
- +

4 აპრილი. 2017. 13:00



„ნაცებო, თქვენ ხართ ფაშისტები!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ რუს ხალხს სანკტ-პეტერბურგის მეტროში განხორციელებული ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების გამო. ეს ტერაქტი არის მიმართული არა მარტო რუსეთის, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ.

 

„ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები დიდი აღტყინებითა და სიხარულით შეხვდნენ ყოველივეს და არათუ სოლიდარობა გამოხატეს უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო, არამედ გააკეთეს განცხადებები, რომელიც ახალისებს ტერორიზმს მთელ მსოფლიოში.

 

ყოველივე ადასტურებს იმას, რომ თქვენ არაფრით არ განსხვავდებით იმ ტერორისტებისგან, ვინც რუსეთში ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინა. თქვენ ხართ ფაშისტები!" - წერს მჟავანაძე.




 

big_banner
არქივი