logo_geo
გელა ჩარკვიანი: მას შემდეგ, რაც წვერი მოვუშვი, ყოველი დილა დღესასწაულია
- +

4 დეკემბერი. 2020. 00:57

 

 

დიპლომატი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

მას შემდეგ, რაც წვერი მოვუშვი, ყოველი დილა დღესასწაულია. აღარც ფუნჯი, აღარც ქაფი, აღარც საპარსი. ჩავიხედავ სარკეში და იქიდან კლასიკოსი მიცქერის. მიკვირს, ვინ არის-მეთქი, ვფიქრობ. მერე ხელს წამოვწევ და თითებით წვერს წავეთათუნები. რას ვხედავ, ისიც ეთათუნება. და აი, მაშინ ვხვდები, რომ ეს კლასიკოსი, სარკიდან რომ მაკვირდება, სკოლის სახელმძღვანელოებში თითქოს ასჯერ რომ მინახავს, მე ვარ“, - წერს ჩარკვიანი.

 

 

big_banner
არქივი