logo_geo
სიმონ კილაძე: ვიქტორ პონედელნიკი და საქართველო
- +

6 დეკემბერი. 2020. 18:56

 

 

საბჭოთა ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელის ვიქტორ პონედელნიკის გარდაცვალებას ანალიტიკოსი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

„ვიქტორ პონედელნიკი გარდაცვლილა გუშინ, 5 დეკემბერს, 83 წლის ასაკში, 1950-1960-იანი წლების ლეგენდარული ფეხბურთელი.

 

1941 წელს 5 წლის ვიქტორი, დედასთან ერთად (მამამისი ფრონტზე იყო), ბიძამისმა, რომელიც ტაგანროგის საავიაციო ქარხანაში მუშაობდა, საევაკუაციო მატარებელს გამოაყოლა. ასე აღმოჩნდა ვიქტორ პონედელნიკი თბილისში, პლეხანოვის გამზირზე, „დინამოს“ სტადიონთან ახლოს, სადაც მან ფეხბურთის თამაში დაიწყო. მომავალმა ცნობილმა ფეხბურთელმა კარგად ისწავლა ქართული ენაც.

 

მეგობრობდა ბევრ ქართველ ფეხბურთელთან.

 

ვიქტორ პონედელნიკის ერთ-ერთი ინტერვიუდან:

„Поселили в гостинице «Рустави» — совсем близко к стадиону «Динамо». Мы и сами гоняли мяч, и смотрели на настоящих футболистов. В Тбилиси по сей день считают меня своим. Я по-грузински говорю чисто“.

 

 

ფოტოზე: ევროპის ჩემპიონები. მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: ლევ იაშინი, იგორ ნეტო, ვიქტორ პონედელნიკი, იური ვოინოვი, გივი ჩოხელი, ვალენტინ ივანოვი. სხედან: ანატოლი კრუტიკოვი, ვალენტინ ბუბუკინი, ანატოლი მასლენკინი, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი („ფრანს-პრესის“ ფოტო, 1960 წელი)

big_banner
არქივი