logo_geo
დეკანოზი თამაზი: კაცი წელში ვერ გამართულა, პაპამისის ცოდვების გამო, სასჯელის შიშით ცხოვრობს და კანკალებს
- +

7 დეკემბერი. 2020. 02:46

 

დეკანოზი თამაზ ლომიძე ამბობს, რომ „პაპის ცოდვების გამო შიში არის ცრურწმენა და ბორკილი, რომლისგანაც ადამიანი უნდა გათავისუფლდეს.

 

„მაინც რატომ არის ეს ცრურწმენა ასე მავნებელი? წარმოიდგინეთ, ადამიანი ცდილობს სიმართლით იცხოვროს, ღვთის მცნებების მძებნელი და ერთგული იყოს, აკეთოს სიკეთე და სძულდეს ბოროტება, და ამ დროს სადღაც, გულის სიღრმეში სჯეროდეს, რომ ურწმუნო პაპამისის მიერ დანგრეული ტაძრის გამო, მას ან მის შვილებს დასჯის ღმერთი.

 

რა საშინელი მონობის ბორკილია, ხომ წარმოგიდგენიათ? კაცი წელში ვერ გამართულა, პაპამისის ცოდვების გამო სასჯელის შიშით ცხოვრობს და კანკალებს. ეს ცრურწმენა მართლაც არის ბორკილი, რომელიც თუ ბოლომდე არ დაამსხვრიე და არ მოისროლე, ვერასოდეს იცოცხლებ სრულყოფილად და განხორციელდები როგორც ქრისტიანი.

 

ქრისტეს წინაშე ვდგავარ მხოლოდ მე, ერთადერთი და ჩემი ცხოვრება, მისი ცოდვა-მადლით“, – წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

 

 

 

big_banner
არქივი