logo_geo
ერთ სუსხიან ღამეს, როცა პატრონს თბილად ეძინა, მარტოობაში გაიყინა - ემოციური პოსტი
- +

8 დეკემბერი. 2020. 00:00

 

 

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალურ გვერდზე, გაყინული ძაღლის ფოტო ქვეყნდება.

 

სურათის აღწერილობაში აღნიშნულია, რომ ცხოველი მუდმივად ელოდებოდა პატრონს და მისგან მზრუნველობას ელოდა.

 

„მთელი ცხოვრება სახლის უკანა ეზოში გაატარა... სცხელოდა და სციოდა. პატრონის ხმაც ხშირად ესმოდა. სულ ელოდა, რომ მივიდოდა თავზე ხელს გადაუსმევდა და სახლში შეიყვანდა.

 

ვინ იცის რამდენჯერ დასიზმრებია, რომ პატრონის ფეხებთან იწვა ბედნიერებისგან მოკუნტული.

 

მაგრამ ერთ სუსხიან ღამეს, როცა პატრონს თბილად ეძინა ლოგინში ის უბრალოდ მარტოობაში გაიყინა“, - ნათქვამია თამაზ ელიზბარაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

 

big_banner
არქივი