logo_geo
თამარ ივერი: ჩემი ტკივილი უსაზღვროა!!!
- +

8 დეკემბერი. 2020. 23:30

 

 

,,ძალიან ცუდად ვარ!!! უსაყვარლესი პედაგოგი, ჩემი, როგორც მომღერლის და არა მხოლოდ მაღალ ნოტებზე კონცენტრირებული....არამედ, როგორც მოაზროვნე მომღერლის ფეხზე დამყენებელი, სიკვდილამდე ჩემი ყველაზე დიდი ქომაგი ადამიანი დავკარგე. დანა კბილს არ მიხსნის“, - ამის შესახებ ცნობილი სოპრანო თამარ ივერი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

ჩემი ტკივილი უსაზღვროა!!!! ამ ადამიანის ლომის წილი დამსახურება იყო ჩემი პირველი ადგილი მოცარტის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე, რადგან პირველად სწორედ მან გამაცნო, მაზიარა და შემაყვარა მოცარტის კამერული მუსიკა, რაც შემდგომ მის ოპერებშიც დამეხმარა და მე და ჩემმა კონცერტმაისტერმა ცირა ქამუშაძემ ზალცბურგში ტრიუმფით გადავუხადეთ!!!

 

მთელი ცხოვრების განმავლობაში ის იყო ჩემი და ჩემი ხელოვნების ერთგული დამფასებელი და შემფასებელი. ის ჩვენით სულდგმულობდა და სუნთქავდა მე, ნანა ქავთარაშვილი, ნონა ჯავახიძე ჩვენ ვიყავით მისი ცხოცრების მამოძრავებელი მოტორი. ძალიან განიცდიდა ჩვენი სამივეს, თითოეულ პრობლემას, წარუმატებლობას თუ მარცხს. სიტყვებს ვერ ვუყრი თავს.....ძალიან მიჭირს წერა....მშვიდობით ჩემო ივეტა, ჩემო მენტორო, მოძღვარო, პედაგოგო და უბრალოდ.....ჩემო უდიდესო ერთგულო ადამიანო...ოდესმე იქაც შევხვდებით", - წერს თამარ ივერი.

 

big_banner
არქივი