logo_geo
ლევან თაქთაქიშვილი: მოემზადეთ, ჩემო ოპონენტებო. დღეს აი, რაზე უნდა გესაუბროთ...
- +

11 დეკემბერი. 2020. 15:20

 

 

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა საქმე. მოემზადეთ, ჩემო ოპონენტებო. დღეს ქართულ ჩაიზე უნდა მოგახსენოთ. ჩემო ძვირფასებო, ქართული ჩაი საბჭოთა საქართველოს სიმდიდრე იყო, მაგრამ ეს სიმდიდრე არ იყო გამყარებული რეალური ბაზრით. მას ფასი ედო მხოლოდ სსრკ-ში, ჩაკეტილ საზღვრებში. ვინ შექმნა მისი ფასი, აქ არ ვიტყვი. ის კაცი ბევრს არ უყვარს და ვისაც არ უყვარს, ხშირად ამ კაცის აღზევებული, ჩაცმული, ძალად სწავლა მიღებული და მისი სისტემის მიერ „კაცად“ ქცეულის შთამომავალია. ქართული ჩაის ხარისხზე რომ ვწერ და მიწაში ვდებ საბჭოთა ჩაის, მეტყვით: ლიტერატურაში ხომ „გაგვანათლე“ და ახლა ჩაის მიადექიო. მინდა ერთი წერილი დავიმოწმო ჩვენი ჩაის რეალურ ადგილზე საბჭოთა ბაზარზე. პირველი ადგილი ეკავა, როგორც კომუნისტურ პარტიას არჩევნებზე, რადგან მეორე პარტია არ იყო. ეს წერილი ეკუთვნის კანდიდ ჩარკვიანს, საქართველოს ყოფილ პირველ კაცს პარტიის ცეკაში და წერს თავის მეუღლეს - თამარს ყაზახეთიდან, სადაც ის სტალინმა გაამწესა 1952 წლის მარტის დადგენილებით: „... ყაზახები ყველას მიმართავენ: ჩაი ხომ არ გაქვთ გასაყიდიო. გამიკვირდა და ვიკითხე: განა ჩაი აქ არ იშოვება მეთქი? -ქართული ჩაი არის, მაგრამ ჩვენ ინდოეთის ჩაი გვინდაო, - მიპასუხეს. რატომ-მეთქი? ქართულმა ჩაიმ ყელის ტკივილი იცის, ინდოეთის ჩაი კი გულს ახალისებს და ყელს აამებსო..... შენი კანდიდი“.

 

ფოტოზე კანდიდ ჩარკვიანი მეუღლესთან თამარ ჯაოშვილთან ერთად. 1978 წელი“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

big_banner
არქივი