logo_geo
დეკანოზი თამაზ ლომიძე: ყველას უნდა დაგემშვიდობოთ, ვინც ცაგარელის და მეფე ნარიმანის ამბებს აზიარებთ
- +

15 დეკემბერი. 2020. 11:25

 

 

„ყველას უნდა დაგემშვიდობოთ, ვინც ცაგარელის და მეფე ნარიმანის ამბებს აზიარებთ“, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

დეკანოზის თქმით, ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ნარიმან მაქარაშვილის, მიხეილ ცაგარელის ან ლელა კაკულიას ამბებს აზიარებენ, ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვთ.

 

„მეგობრებიდან ყველას უნდა დავემშვიდობო, ვინც ამდენი წლის შემდეგ კიდევ ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებს, მეფე ნარიმანის ამბებს, კაკულიას წინაწარმეტყველებებს და ამგვარ სისულელეებს აზიარებს და შესაბამისად ხალხს აცდენს. სამწუხაროა, მაგრამ ჩანს, რომ ტყუილად იკავებთ იმ 5000 ადგილს და სულ ვერაფერი გაიგეთ ქრისტეს მოძღვრებისა“, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

 

 

big_banner
არქივი