logo_geo
მალხაზ თოფურია განგაშის ზარებს არისხებს - ელენე ახვლედიანის სახლი იყიდება!
- +

5 აპრილი. 2017. 23:51


 

„ელენე ახვლედიანის ძმამ გიორგი ახვლედიანმა (პირდაპირმა მემკვიდრემ) ქ-ნი ელენეს გარდაცვალების შემდეგ ყოველგვარი ზეწოლისა და მოთხოვნის გარეშე ქიაჩელის N12 მდებარე ბინა (150 კვ) და 3600 ნახატი (აბსოლუტურად ყველა) უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს...", - ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში წერს.


„ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა ბატონი გიორგი მისი შვილიშვილი ირაკლი ახვლედიანი 3 მცირეწლოვანი ბავშვით (5,4, და1 წლის) გამოსახლების და უსახლკაროდ დარჩენის წინაშე დადგებოდა კერძო მევახშის გაუმაძღრობის გამო, რომელსაც აღნიშნული ბინის სამმაგი საფასური უკვე ისედაც აღებული აქვს. არ ვიცი საქართველოში არსებულმა მსხვილმა ფირმებმა თუ ბანკებმა ამ ოჯახის ქუჩაში დატოვებისგან ხსნაზე უკეთესი რა შეიძლება გააკეთოს. ისე ქვეყანა და მთავრობაც მოვალეა ამ ოჯახის წინაშე ალბათ ათიოდ ნახატი გვერძე რომ გადაედო ბაბუას და ქვეყნისთვის „მოეტეხა" ალბათ „სახვეწარიც" არაფერი იქნებოდა", - წერს თოფურია. 


 

big_banner
არქივი