logo_geo
დავით ვაშაძე: 37 წლის კაცი ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი - დასრულდა ბავშვობა, მე მამა აღარ მყავს...
- +

16 დეკემბერი. 2020. 23:39

 

 

„ძლიერი ზურგი გამომეცალა, ძლიერი ადამიანი. 37 წლის კაცი ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, დასრულდა ბავშვობა, მე მამა აღარ მყავს...“,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„კოვიდ-ინფიცირებულები უნდა მივიღოთო კლინიკაში, ძალიან უჭირსო ხალხსო. ისე მივიღეთ მარტივად მე, დედამ, გიორგიმ - მამა რომ გადაწყვეტილებას მიიღებდა ვერ გადაათქმევინებდი... მამა, შენ ხო ფრთხილად იქნები, იქნებ არ იარო სამსახურში და ისე მართოთქო ვუთხარით; რას ამბობ უსაფრთხოდ ვარო. მერე გავიგეთ, ყველა რისკის ქვეშ მყოფი თანამშრომელი სახლში გაუშვია, თვითონ უშიშრად დადიოდა ყოველდღე სამსახურში... მერე მითხრა, ალბათ კოვიდი მაქვს, ასე არ ჯობია, ბარემ მოვიხდი და მშვიდად ვიქნებიო... აქაც დავუჯერეთ. მერე თითქმის ერთი თვე გავიდა ცვალებადი მოლოდინებით და დღეს დასრულდა... არ ვიცი ამას რომ ვწერ თითქოს სიზმარია... ძლიერი ზურგი გამომეცალა, ძლიერი ადამიანი. 37 წლის კაცი ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, დასრულდა ბავშვობა, მე მამა აღარ მყავს...“, - წერს ვაშაძე.

 

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის მამა, 73 წლის გუტა ვაშაძე კორონავირუსით ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი