logo_geo
ნინი ბადურაშვილი მამას: საშინლად მენატრები... ვგრძნობ, ჩემ გვერდით ხარ
- +

17 დეკემბერი. 2020. 18:24

 

 

დღეს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის დაბადების დღეა. ის 59 წლის გახდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომღერალი ნინი ბადურაშვილი მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

ნინი წერს, თუ როგორ ენატრება და განიცდის მამის გარეშე ცხოვრებას.

 

„გილოცავ, ჩემო ყველაზე დიდო მეგობარო, დაბადების დღეს! შენ ხარ საუკეთესო მოგონება და გრძნობა ჩემს ცხოვრებაში! ძალიან მიჭირს უშენობა, მაგრამ ვიცი და ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდით ხარ! მიყვარხარ უზომოდ და საშინლად მენატრები“, - წერს ნინი ბადურაშვილი.

 

ცნობისთვის, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 2019 წლის 25 მარტს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი