logo_geo
ინგა ბერიკაშვილი ელისო კილაძეს: სადაც გაგსვლიათ, იქ გაიტანეთ!
- +

6 აპრილი. 2017. 01:38


 

„დიდი ხანია ვითმენ არა მარტო ამ ქალისგან, არამედ ბევრი დეგრადირებული ნაცისგან მსგავს ბოდვას და საჯაროდ გავცემ პასუხს ამ მძიმე და აფსურდულ ბრალდებას:

 

ქალბატონო ელისო, საჯაროდ გპასუხობთ თქვენ და ასევე ნაციონალური მოძრაობის იმ დეგრადირებულ არსებებს, ვისაც თქვენსავით გონია, რომ მე თანამდებობაზე იმიტომ დავინიშნე, რომ თურმე რაფალიანცის საქმის გამოძიებაზე თვალი დავხუჭე!" - ამ სიტყვებით თავისუფალი საზოგადოების ასოციაციის თავმჯდომარე, ინგა ბერიკაშვილი „ქრონიკა +"-ის რედაქტორს მიმართავს.


„ეხლა კარგად მომისმინეთ, მე მოგიყვებით ფაქტებს მტკიცებულებების სახით რადგან მე ჩიტი არ მყავს!

- 2012 წლის 30 სექტემბერს დიახ მე გამიშვეს სოფელ კოლაგში ამ შემზარავი ფაქტის მოხდენიდან 5 წუთში თბილისის ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან და თან პირადი დაცვის თანხლებით, რადგან თქვენი მეგობრების ნაციონალებუის მხრიდან ბევრჯერ იყო ჩემი ლიკვიდაციის მცდელობა და სანამ ჩემზე დაიწყებთ საუბარს კარგად გაერკვიეთ ვინ ვარ, რა მაქვს გაკეთებული ხალხისთვის და მერე თქვენ თუ გაქვთ ამის მერე მორალური უფლება მახსენოთ ეს გაანალიზეთ!

დღემდე არ ვაქცევდი თქვენს კომენტარებს ყურადღებას რადგან როდესაც სიცრუის ტირაჟირება და აფსრუდული ბრალდებები მიდის ჩემს წინააღმდეგ არასდოეს არ ვპასუხობ!

კარგად მოიძიეთ მაგ ღამის კადრები და იქ აუცილებლად დაინახავთ ყველაფერს რაც ხდებოდა გურჯაანის საავადმყოფოს ეზოში, სადაც მიდიოდა გარდაცვლილი ბავშვის ექსპერტიზა!

თქვენ სიმართლე არ გაწყობთ და არც იძიებთ, თორემ კარგად რომ შეეგსწავლათ ეს ფაქტი ძალიან კარგად მიხვიუდოდით იმ დასკვნამდე, რომ მე და ჩვენ ამ საქმესთან ვისაც ბრალდებებს გვიყენებ წლებია კავშირი არ გავქვს, მარტივი მიზეზის გამო, მაგ ღამეს საპატრულო პოლიციის უფროსმა ჩიხში შეგვიტყუა მანქანით, ასევე მას თან ახლდა კრმინიალური პოლიცია, საკრებულოს თანამშრომლები, ბუწაშვილი და მისგვარი კაცუნები, რომლებიც დღესაც მუშაობენ გამგეობაში, ასევე დეპოს თანამშრომლები თქვენთვის დარწმუნებული ვარ კარგად ცნობილი "ძმები ყვავები", დაახლოებით 25 ცხოველი სასტიკად გამისწორდა მე და შოთა ჯოახძეს!

ძალიან მძიმე დაზიანებები მივიღეთ მაგ ღამეს, პირადად მე მომტეხეს ხელკეტებით ხელი, ცხვირი, მუცლის არეში 12 ნაკერი დამადეს მოგვიანებით და მქონდა ტვინის შერყევა, ამ ღამეს რეანომობილით თბილისის კლინიკაში გადმოგვიყვანეს და ამერიკის ელჩმაც გვნახა და გაეროს დასკვნაც დევს ამაზე.

შესაბამისად ქალბატონო ელისო მე ფიზიკურად ვეღარ დავიცავდი რაფალინცის ინტერეებს, მაგ ღამის მერე სატელეფონო საუბარიც კი არ მქონია მაგ თემაზე, არამცთუ რაიმე სახის ინფორმაცია მცოდნოდა.

- ყველაზე მტაავრი თქვენ ის გავიწყდებათ, რომ მაგ დროს შემთხვევის ადგილზე სიბაშვილი იყო, რომელიც ვალდებული იყო შემთხვევის ადგილი შემოაღობა და გაფრთხილებოდა მტკიცებულებებს და როგორ ფიქრობთ, ეს შემზარავი ფაქტი ოცნების ცადენილი, რომ ყოფილიყო, ან მე რაიმე სახის კავშირი რომ მქონოდა ამ საქმესთან ჩვენ ეს სატანური სექტა დაგჰვინდობდა?

აქვე შეგახსენებ ჩემო კარგო, რომ 25 დღე კიდე ნაციონალური მოძრაობა მართავდა შინაგან საქმეთა სამისნიტროს და ყველა მტკიცებულება სწორედ მათ მიერ იქნა განადგურებული!

საბედნიეროდ 1 ოქტომბერს მოვიგეთ არჩევნები გადავრჩი მე სიკვდილს, ეტყობა თქვენ ეგეც არ გინახიათ, რომ მე მე-11 ვეწერე სიაში, ვინც უნდა მოეშორებინათ ნაცებს გამარჯვების შემთხევევაში!

- ეხლა თანამდებობაზე გაგცემთ პასუხს:

სანამ ცილს დამწამებთ კარგად გადახედეთ ჩემს განათლებას, სტაჟს და პროფესიონალიზმს! ქალაბტონო ელისო, ხომ არ გავიწყდებათ რომ მე ის ინგა ბერიკაშვილი ვარ ვინც თქვენგან განსხავვებით პიარის გამო კი არა, ხალხის უფლებების გამო 2002 დან ვებრძოდი სააკაშვილს და მის სისხლიან რეჟიმს!

სანამ ჩემს წარსულზე ისაუბრებთ ჯერ გადახედეთ ჩემს წარსულს როგორ მოვედი დღემდე და მერე თუ ამისი მორალური უფლება გექნებათ თქვენ რომ ამ კონტექსტში მიძღვნათ სტატუსები მაშინ წერეთ!

ერთ სიმართლეს, რომ წერთ და ას ტყუილს სწორედ ეს განაპირობებს იმ უნდობლობას თქვენს მიმართ რაც დღეს საზოგადოებაშია! დი მოდი ხანია ვითმენ თქვენი მხირდან სულელ კომენტარებს, რომელიც იყო მათ შორის შე4მდეგი შინაარსის "ჯანყარაშვილის ხელის გოგო", ხელის გოგოები თქვენს გვარში მოიკითხეთ ქალბატონო ელისო და პიროვნულ შეურაცხყოფას არარ შეგარცენთ, სხვებში არ შეგეშალოთ ჩემი პიროვნება!

კარგად მოიძიეთ თქვენს მეგობარ ხვედელიძესთან, მე როგორ წამოვედი სამსახურიდან და თუ ოდნავ მაინც ახლოს ხართ სამართლიანობასთან და ნამუსი შეგრჩენიათ საჯარო ბოდიშაც მომიხდით!

- რაც შეეხება თქვენი მართლაც, რომ ხელის ბიჭის ზაზა სვანაძის მიმართ დამცავი რეპლიკის საპსსუხოდ, გეტყვით, მე არ მითქვია ზაზასთან კავშირზე არ ვყოფილვართქო მაგრამ ეგ გადაცემა რომელიც მან მისი ჭკუით საკუთარი თავის პიარისთვის მოიგონა და ათასი სისულელე მოიგონა, თვითონაც კარგად იცის რომ ფატნაზიის ნაყოფი იყო! რად მინდა მე ბატონი ბიძინას დაფინ ანსება უკრაინაში, როცა სააკაშვილის მიერ მოკლული და ნაწამები პატიმრების ოაჯხის წევრებითაა სავსე უკრაინა თუ ევროპა და პირადი მტრობა აქვთ მასთან?

არ ვიცი ეს პასუხი საჯაროდ უნდა გამეცა თუ არა, მაგრამ მძიმე ბრალდებების წაყენებას თავი დაანებეთ სანამ უტყუარი მტკიცებულებები არ გექნებათ! სადაც გაგსვლიათ იქ გაიტანეთ და მე ნუ მრევთ იმ უმძიმეს დანაშაულში, რომელთანაც შეხებაც კი არ მქონია!" - წერს ინგა ბერიკაშვილი.


 

 

 

 

 

big_banner
არქივი